უკან
ჩვენ ვმკურნალობთ
ოსტეოქონდროზი
ოსტეოქონდროზი - საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ხერხემლის სვეტს. ძირითადად ზიანდება ხრტილოვანი ქსოვილი და მალთაშუა დისკები. მჯდომარე ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა იწვევს ზურგის კუნთების მოდუნებასა და სისუსტეს, ხელს უწყობს ოსტეოქონდროზის ჩამოყალიბებას. ბიომექანოთერაპია წარმატებით ებრძვის ამ დაავადებას.
სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“ ვიზიტისას, თქვენ დაგხვდებათ კომფორტული და მყუდრო გარემო. ჩვენი ადმინისტრატორები დაგეხმარებიან სამკურნალო გრაფიკის შერჩევაში თქვენთვის სასურველ დროს. ცენტრი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:00–დან 21:00 სთ–მდე, შაბათს 9:00-დან 16:00-მდე. ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, საშუალოდ 45წთ–დან 60 წთ–მდე მერყეობს. თითოეულ პაციენტს ავარჯიშებს ინდივიდუალური ექიმი-რებილიტოლოგი, ინდივიდუალურ დანადგარზე.
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზი - ხერხემლის მალთაშუა დისკებისა და ხრტილების სწრაფი დეგენერაციის პროცესია. ამასთან, მალებზე შესაძლოა განვითარდეს წანაზარდები (ე.წ. ოსტეოფიტები) და გამოიწვიოს ტკივილი, რომელიც აქვეითებს შრომისუნარიანობას.

ოსტეოქონდროზის სიმპტომები

საწყის ეტაპზე დაავადება უმნიშვნელო სიმპტომებით ვლინდება, ამიტომ დიაგნოზის დადგენა რთულია სხვა დაავადებებთან მსგავსი სიმპტომების გამო.

ეს სიმპტომებია:

ოსტეოქონდროზის დიაგნოზს ართულებს ის ფაქტი, რომ სიმპტომები მრავალფეროვანია, დიაგნოზის დასადგენად ჩვეულებრივ ინიშნება MRI და რენტგენოგრაფიული კვლევები.

როგორ ვმკურნალობთ ოსტეოქონდროზს სამედიცინო ცენტრ "სიმეტრიაში"?

სწორი დიაგნოსტიკისა და ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, სამედიცინო ცენტრის ექიმმა უნდა შეისწავლოს თქვენი MRI- კვლევის შედეგები, ჩაატაროს სხეულის ვიზუალური შეფასება და მანუალურ-კუნთოვანი ტესტირება.

შედეგების სრული შესწავლის შემდეგ ექიმს შეეძლება დანიშნოს პაციენტისთვის ინდივიდუალური კომპლექსური მკურნალობა ბიომექანოთერაპიის მეთოდით, საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი პროცედურების ჩათვლით.

დიაგნოზის დადგენის, თანმხლები დაავადებებისა და სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების გარკვევის შემდეგ ექიმი ადგენს ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო მკურნალობის გეგმას. ძირითადი ამოცანები, რომლებიც უნდა გადაიჭრას ოსტეოქონდროზის მკურნალობაში არის - ტკივილის კუპირება, ანთებითი პროცესის მოხსნა და ქსოვილის სისხლმომარაგების აღდგენა.

სამედიცინო ცენტრის პერსონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ განყოფილებაში "გუნდი".

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.