უკან
ჩვენ ვმკურნალობთ
მყესების დაჭიმულობა და გაგლეჯა
ყველაზე ხშირია აქილევსის მყესის დაზიანება. მისი ნაწილობრივი გაგლეჯისას პაციენტი შესაძლოა დადიოდეს, თუმცა განიცდის მწველ და ყრუ ტკივილს დაზიანების არეში. მყესის სრული გაგლეჯისას ფეხის დადგმა შეუძლებელია. აღდგენითი თერაპია, როგორც წესი, გრძელდება 2-5 კვირა. ამ დროის განმავლობაში პაციენტს ეზღუდება ფიზიკური აქტივობა და გადაადგილდება ყავარჯნების ან ჯოხის დახმარებით. ამასთანავე, სახსარი იმობილიზირებული უნდა იყოს თაბაშირის ნახვევით ან ე.წ. ლონგეტით. მნიშვნელოვანია დაზიანებული ქსოვილების სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფა და შენარჩუნება. რეგენერაციის პროცესი დამოკიდებულია ორგანიზმის აღდგენის რესურსზე და მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი.
სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“ ვიზიტისას, თქვენ დაგხვდებათ კომფორტული და მყუდრო გარემო. ჩვენი ადმინისტრატორები დაგეხმარებიან სამკურნალო გრაფიკის შერჩევაში თქვენთვის სასურველ დროს. ცენტრი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:00–დან 21:00 სთ–მდე, შაბათს 9:00-დან 16:00-მდე. ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, საშუალოდ 45წთ–დან 60 წთ–მდე მერყეობს. თითოეულ პაციენტს ავარჯიშებს ინდივიდუალური ექიმი-რეაბილიტოლოგი, დანადგარზე "სიმეტრია".
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

სიმეტრიასგუნდი დაგეხმარებათ მყესების დაჭიმულობისა და გაგლეჯის შემთხვევაში, სახსრის ფუნქციის  სწრაფ აღდგენაში. 

როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ მყესებს?

მყესების ტრავმისა და დაჭიმულობისაგან არავინ არ არის დაზღვეული. სწორი სამკურნალო დატვირთვების წყალობით შესაძლებელია დაზიანებული ქსოვილების აღდგენა, აქტიური ცხოვრების წესის დაბრუნება უმტკივნეულო მოძრაობა.

 

მყესების დაჭიმულობას ხშირად ადგილი აქვს:

 

მყესების დაზიანებისას წარმოიქმნება ტკივილი და მოძრაობა სახსარში იზღუდება. იზრდება სახსარშიდა სითხის პროდუქცია, რაც იწვევს  ტრავმირებული უბნის შეშუპებას, ხელის შეხებისას და პალპაციისას კი აღინიშნება ტკივილი.

 

მყესის გაგლეჯის სიმპტომები:

 

როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ მყესებს?

ექიმის მიერ ხდება ანამნეზის შეკრება, მიოფასციალური გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევების დანიშვნა, მაგალითად სახსრის MRI გამოკვლევა.

დაავადების სწორი დიაგნოსტიკისათვის, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს. მანამდე რეკომენდებულია სახსრის იმობილიზაცია და ცივი საფენების დადება შეშუპებისა და ჰემატომის არეში. ინიშნება კონსერვატული მკურნალობა, რაც გულისხმობს ტრავმის პირველ დღეებში გაუტკივარებასა და იმობილიზაციას.

 

შემდგომ ინიშნება სამკურნალო ვარჯიშების კომპლექსი ბიომექანოთერაპიის მეთოდის გამოყენებით, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია ფიზიოთერაპიის სხვა მეთოდების ჩართვაც.

ცენტრის სამედიცინო პერსონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბლოგშიგუნდი“.

 

 

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.