თავის ტკივილი ძალიან ხშირია და ცხოვრებაში ერთხელ მაინც თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს.
თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზებია:
თავის ტკივილი შეიძლება იყოს პერიოდული, ყრუ და ქრონიკული ხასიათის- როდესაც სიმპტომები გრძელდება 15 დღეზე მეტი დროის განმავლობაში და ტკივილის ხასიათი ბევრად ძლიერია.
თავის ტკივილისას, ექიმმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ფარული დეპრესიის შესაძლო ფონიც.
თავის ტკივილს შესაძლოა ახლდეს ძილის დარღვევები და მადის დაკარგვა, გაღიზიანებადობა, გადაღლილობა. ფარული ფორმის დეპრესიისას, პაციენტი ხშირად ვერ აცნობიერებს ძირითადი დაავადების მნიშვნელობას და აქცენტი გადააქვს სხვა თანმხლებ სიმპტომებზე.
თავის ტკივილის გამომწვევი ერთერთი მიზეზია არასწორი ფიზიკური დატვირთვისა და მჯდომარე ცხოვრების წესის შედეგად გამოწვეული კუნთოვანი სპაზმი და სტრესი. ასეთ დროს ვითარდება კისრის, ზურგის, მხრის სარტყლისა და მიმიკური კუნთების დაჭიმულობა, ირღვევა სისხლმომარაგება თავის ტვინში, რაც ხდება თავის ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორი. თავის ტკივილი, როგორც პროფესიული დაავადება, გვხვდება ოფისის მუსაკებში, მძღოლებში, იუველირებში, მქსოველებში, მკერავებსა და მესაათეებში, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია ერთ, სტატიკურ პოზაში ხანგრძლივ მხედველობით კონცენტრირებასთან.
აცეტილსალიცილის მჟავას, ტკივილგამაყუჩებლებისა და დამამშვიდებლების ხანგრძლივმა მოხმარებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, ამიტომ ასეთი პრეპარატების მიღებამდე, მნიშვნელოვანია ექიმის კვალიფიციური კონსულტაცია.
როგორ ვმკურნალობთ თავის ტკივილს სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“?
თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ექიმმა შესაძლოა რამოდენიმე სახის კითხვა დაგისვათ:
როგორი ხასიათი აქვს ტკივილს- ზეწოლითი თუ მოჭერითი?
რა ინტენსივობისაა - მსუბუქი თუ ძლიერი;
ფიზიკური დატვირთვის შემდეგ იმატებს თუ არა ტკივილის ინტენსივობა?
ხომ არ ახლავს ტკივილს გულისრევა/ღებინება?
ექიმი აფასებს პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ავლენს დეპრესიის, ფობიებისა და სტრესის არსებობას.
სრული დიაგნოსტიკის შემდეგ, ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურ კომპლექსურ მკურნალობას ბიომექანოთერაპიისა და სხვა დამხმარე პროცედურების გამოყენებით.
დეტალურად ჩვენი ცენტრის გუნდის შესახებ შეგიძლიათ იხილოტ ბლოგში „გუნდი“.