უკან
ჩვენ ვმკურნალობთ
კოქსართროზი
ეს არის მენჯ-ბარძაყის სახსრის დეგენერაციული დაავადება, რომელიც ძირითადად ახასიათებთ საშუალო და ხანდაზმული ასაკის მოსახლეობას. სამკურნალო ცენტრ სიმეტრიაში ამ დაავადებას ვმკურნალობთ მედიკამენტური ჩარევის გარეშე - სწორი ფიზიკური დატვირთვებით, სამკურნალო მასაჟითა და ფიზიოთერაპიის სხვა მეთოდებით. კოქსართროზის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია დატვირთვის შემცირება სახსარზე, ამისათვის საჭიროა სხეულის ოპტიმალური მასის ინდექსის შენარჩუნება, ტრავმებისა და სიმძიმეების აწევის თავიდან აცილება, ქვედა კიდურების კუნთების სწორი ფიზიკური დატირთვა.
სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“ ვიზიტისას, თქვენ დაგხვდებათ კომფორტული და მყუდრო გარემო. ჩვენი ადმინისტრატორები დაგეხმარებიან სამკურნალო გრაფიკის შერჩევაში თქვენთვის სასურველ დროს. ცენტრი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:00–დან 21:00 სთ–მდე, შაბათს 9:00-დან 16:00-მდე. ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, საშუალოდ 45წთ–დან 60 წთ–მდე მერყეობს. თითოეულ პაციენტს ავარჯიშებს ინდივიდუალური ექიმი-რეაბილიტოლოგი, დანადგარზე "სიმეტრია".
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

კოქსართროზი - ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება მენჯ-ბარძაყის სახსრის სტრუქტურა და დეგენერაციული პროცესი თავდაპირველად აზიანებს  ხრტილოვან ქსოვილს.

 

 

კოქსართროზის გამომწვევი მიზეზები:

კოქსართროზის დიაგნოსტიკა

ზუსტი დიაგნოზისათვის, ექიმი კრებს ანამნეზს, ატარებს მიოფასციალურ გასინჯვას და ამოწმებს რენტგენოგრაფიულ, MRI და CT კვლევების შედეგებს. დამატებით შესაძლებელია დაინიშნოს სისხლის საერთო ანალიზი, C- რეაქტიული ცილისა და რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში, რათა გამოირიცხოს რევმატოიდული ართრიტი.

 

როგორ ვმკურნალობთ კოქსართროზს სამკურნალო ცენტრსიმეტრიაში“?

 

I-II ხარისხის კოქსართროზის მკურნალობა გაცილებით ადვილია, ვიდრე უფრო შორსწასული შემთხვევებისა. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მივმართოთ ექიმს ეფექტური მკურნალობისათვის. ჩვენი ცენტრის გამოცდილი რეაბილიტოლოგები დაგეხმარებიან დაზიანებული სახსრის ფუნქციის აღდგენასა და გამოჯანმრთელებაში.

სრული დიაგნოსტიკის შემდეგ, ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურ კომპლექსურ მკურნალობას ბიომექანოთერაპიისა და სხვა დამხმარე პროცედურების გამოყენებით.

დეტალურად ჩვენი ცენტრის გუნდის შესახებ შეგიძლიათ იხილოტ ბლოგში „გუნდი“.

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.