უკან
ჩვენ ვმკურნალობთ
მუხლის ტკივილი
მუხლის სახსარი ყველაზე რთული სახსარია ადამიანის ორგანიზმში და ადვილად ხდება მისი დეფორმაცია. ტრავმისა და არასწორი ფიზიკური დატვირთვის შედეგად ზიანდება სახსრის მყესების მთლიანობა და სიარულის დროს ვითარდება ტკივილი მუხლში, რომელიც თავისთავად იწვევს არასწორ სიარულსა და სახსრის მოძრაობის შეზღუდვას, ვითარდება არასტაბილურობა მთლიან კიდურში. მყესის გაგლეჯა შესაძლოა იყოს სრული და ნაწილობრივი (იგივე დაჭიმულობა).
სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“ ვიზიტისას, თქვენ დაგხვდებათ კომფორტული და მყუდრო გარემო. ჩვენი ადმინისტრატორები დაგეხმარებიან სამკურნალო გრაფიკის შერჩევაში თქვენთვის სასურველ დროს. ცენტრი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:00–დან 21:00 სთ–მდე, შაბათს 9:00-დან 16:00-მდე. ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, საშუალოდ 45წთ–დან 60 წთ–მდე მერყეობს. თითოეულ პაციენტს ავარჯიშებს ინდივიდუალური ექიმი-რეაბილიტოლოგი, დანადგარზე "სიმეტრია"’.
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

მუხლის ტკივილისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

სახსარში ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

მენისკებისა და იოგების დაზიანება.

 

მენისკებისა და იოგების დაზიანებას მოყვება ძლიერი ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა მუხლის სახსარში. ასეთ დროს, არასწორი მკურნალობის შედეგად, ყალიბდება ართროზი და სახსარში რჩება მუდმივი ტკივილი.

 

გონართროზი

ეს არის მუხლის სახსრის დაავადება, რომლის დროსაც ხრტილოვანი ქსოვილი განიცდის მუდმივ ცვეთას, შედეგად ვითარდება ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა სახსარში.

 

ბურსიტი

ეს არის სასახსრე ჩანთის ანთება. ჩანთაში გამომუშავდება სინოვიალური სითხე, რომელიც ამცირებს ხახუნის ძალას და ხელს უშლის ხრტილოვანი ქსოვილის ცვეთას. ბურსიტი შესაძლოა განვითარდეს ტრავმების, ანთებისა და არასწორი ფიზიკური დატვირთვის შედეგად.

რევმატოიდული ართრიტი

 

აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხასიათდება სახსრებში ანთებითი პროცესით. მუხლის სასხრის რევმატოიდული ართრიტისას აღინიშნება ძლიერი ტკივილი და შეშუპება, სახსრის მოძრაობა ძალიან იზღუდება, განსაკუთრებით დილის საათებში.

 

 

დეტალურად ჩვენი ცენტრის გუნდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბლოგშიგუნდი“.

 

 

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.