უკან
ჩვენ ვმკურნალობთ
მხრის ტკივილი
მხრის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია - მნიშვნელოვანი პირობაა სახსრის ფუნქციის აღსადგენად, მოძრაობის ამპლიტუდის გასაზრდელად და შრომისუნარიოანობის შესანარჩუნებლად. ტკივილი მხარში ვითარდება არასწორი ფიზიკური დატვირთვისას, იზღუდება მოძრაობა და ამის მიზეზი შესაძლოა იყოს სახსრის არასტაბილურობა, სახსრის შემადგენელი რბილი ქსოვილებისა და ძვლების დაზიანება და სხვა.
სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“ ვიზიტისას, თქვენ დაგხვდებათ კომფორტული და მყუდრო გარემო. ჩვენი ადმინისტრატორები დაგეხმარებიან სამკურნალო გრაფიკის შერჩევაში თქვენთვის სასურველ დროს. ცენტრი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:00–დან 21:00 სთ–მდე, შაბათს 9:00-დან 16:00-მდე. ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, საშუალოდ 45წთ–დან 60 წთ–მდე მერყეობს. თითოეულ პაციენტს ავარჯიშებს ინდივიდუალური ექიმი-რეაბილიტოლოგი, დანადგარზე "სიმეტრია".
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

რატომ გვტკივა მხარი?

საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში მხრის სახსარი ყველაზე მობილურია და აქვს მოძრაობის დიდი ამპლიტუდა, ამიტომ არასწორი დატვირთვის დროს იგი ხშირად ზიანდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტკივილი მხარში.

 

იოგების დაჭიმულობა

 

ვითარდება ტრავმის შედეგად (დაცემა, არასწორი ფიზიკური დატვირთვა). ამ დროს სახსრის მოძრაობისას ტკივილი კიდევ უფრო ძლიერდება. თუ ტრავმის შედეგად მხრის სახსარში მოძრაობა შეზღუდულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა გამოირიცხოს მოტეხილობა და სახსრის ამოვარდნილობა.

მყესების დაზიანება  

ხშირად ვითარდება სახსრის რეგულარული, ზედმეტი დატვირთვის შედეგად და მიკროტრავმებისას, რაც იწვევს ქრონიკულ, ყრუ ტკივილს სახსარში.

 

მხრის სახსრის ართრიტი და ართროზი

 

ამ დროს სახსარში ვითარდება ძლიერი ტკივილი, პაციენტს უჭირს ხელის აწევა და სხვა მოძრაობების შესრულება.

 

კისრის სეგმენტის ოსტეოქონდროზი 

 

ამ დროს ხშირია ტკივილის გადაცემა მხარში და ხელში, ტკივილი ძლიერდება თავის როტაციისას.

 

მიალგია 

 

ეს არის კუნთების ტკივილი. მას ხშირად იწვევს ორგანიზმის გადაციება, ხშირი განმეორებითი არასწორი დატვირთვები, სტრესი და ტრავმები.

 

შინაგანი ორგანოების დაზიანებები 

 

ხშირად შინაგანი ორგანოს დაზიანებისას ხდება ტკივილის გადაცემა მხარში. ასეთი ტიპის ტკივილებს რეფლექტორული (გადაცემითი, ირადიაციული) ტკივილი ეწოდება. ხშირად ამ ტკივილებს იწვევს გულის დაავადებები - როგორიცაა სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფაქრტი, ასევე პნევმონია (ფილტვების ანთება), ღვიძლის დაავადებები, გულმკერდის ღრუს სიმსივნური წარმონაქმნები, კუჭ-ნაწალვის სისტემის დაავადებები.

 

 

როგორ ვმკურნალობთ დაზიანებულ მხარსსიმეტრიაში“?

დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმი დეტალურად შეისწავლის გამოკვლევის შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დანიშნოს დამატებითი კვლევები

 

შემდგომ ხდება პაციენტის მიოფასციალური გასინჯვა და სრული დიაგნოსტიკის შემდეგ, ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურ კომპლექსურ მკურნალობას ბიომექანოთერაპიისა და სხვა დამხმარე პროცედურების გამოყენებით.

დეტალურად ჩვენი ცენტრის გუნდის შესახებ შეგიძლიათ იხილოტ ბლოგშიგუნდი“.

 

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.