უკან
ჩვენ ვმკურნალობთ
ბრტყელტერფიანობა
ბრტყელტერფიანობა - ეს არის ტერფის თაღების დეფორმაცია, რომელიც იწვევს ტერფის ფუნქციის დარღვევას. იმის მიხედვით, თუ რომელი თაღის დეფორმაციასთან გვაქვს საქმე, განარჩევენ განივ, სიგრძივ და კომბინირებულ ბრტყელტერფიანობას. მოსახლეობის 45%-ში გვხვდება დაავადების სხვადასხვა ფორმა. ბრტყელტერფიანობა ეს არის ტერფის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც იწვევს სერიოზულ გართულებებს. მისი დროული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დაავადების პროგრესირების შეჩერება და სრულად გამოჯანმრთელება.

ბრტყელტერფიანობა ხშირად არის სიარულის დროს ტერფებში წარმოქმნილი ტკივილის მიზეზი. მას ხშირად ახლავს ტერფზე კოჟრებისა და ბებერების გაჩენა. მკურნალობა მოიცავს სამკურნალო ღაბაშის ან ორთოპედიული ფეხსაცმლის მუდმივ გამოყენებას, სამკურნალო მასაჟისა და ვარჯიშის პერიოდულ კურსსა და ფიზიოთერაპიის სხვა მეთოდებს.

ტერფს აქვს 2 განივი და 1 სიგრძივი თაღი. განივი თაღების გასადავებისას ვითარდება განივი ბრტყელტერფიანობა, ხოლო სიგრძივი თაღის გასადავებისას - სიგრძივი ბრტყელტერფიანობა. ასევე განარჩევენ კომბინირებულ ბრტყელტერფიანობას, როდესაც ორივე სახის თაღის გასადავებასთან გვაქვს საქმე.

 

გამოყოფენ შეძენილ და თანდაყოლილ ბრტყელტერფიანობას. თანდაყოლილი პათოლოგია საკმაოდ იშვიათად გვხვდება (2-3%) და განპირობებულია მუცლადყოფნის პერიოდში ტერფის განვითარების დარღვევებით. ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება 5-6 წლის ასაკში, ტერფის თაღების ჩამოყალიბება სწორედ ამ დროისათვის სრულდება და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრტყელტერფიანობის სიმპტომები ნორმად ითვლება. შეძენილი ბრტყელტერფიანობა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.

 

ბრტყელტერფიანობის მიზეზები:

 

განივი ბრტყელტერფიანობა

 

ბტყელტერფიანობის 55-80%-მდე მოდის სწორედ განივ ბრტყელტერფიანობაზე. დააავადება ვითარდება 35-50 წლის ასაკობრივ ჯგუფში და ქალბატონები ავადდებიან 20-ჯერ მეტად ვიდრე მამაკაცები.

 

იგი ხასიათდება ტერფის სიგრძის შემცირებით, პირველ ორ თითს შორის სივრცის გაჩენითა და ტერფის დიდი თითის დეფორმაციით (Hallux valgus).

 

ასეთი პათოლოგიის დროს ძირითად ჩივილს წარმოადგენს კოსმეტიკური დეფექტი. ტკივილი ამ დროს ნაკლებად აღინიშნება.

 

 

სიგრძივი ბრტყელტერფიანობა

 

ამ დროს ხდება სიგრძივი თაღის გასადავება. ტერფი გრძელდება, დეფორმირდება და მთელი ზედაპირით ეხება საყრდენს. ხშირად გვხვდება 16-25 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

 

პროცესში ერთვება წვივის ძვლები, კუნთები და იოგები. იცვლება სიარულის მანერა - ტერფის წინა ნაწილები ზედმეტად განზე გადის.

 

 

ასევე გამოყოფენ ვალგუსურ (პრონირებულ) ტერფს - ამ დროს ხდება ტერფის მედიალური ნაწილის პრონაცია ტერფის შიგნითა ზედაპირისაკენ, რის შედეგადაც იქმნება ვიზუალური შთაბეჭდილება, თითქოს პაციენტი ბრტყელტერფიანია. ეს პათოლოგია გამოწვეულია ტერფისა და წვივის კუნთების სისუსტითა და არასწორი მუშაობით. ვალგუსური ტერფის დროს ხშირად ფეხსაცმელი იცვითება ასიმეტრიულად - ერთ მხარეს. პათოლოგია ხშირია ბავშვთა ასაკში და საჭიროებს ტერფის სამკურნალო ვარჯიშებსა და მასაჟს, ასევე სამკურნალო ღაბაშის შერჩევას.

 

როგორ ვმკურნალობთ ბრტყელტერფიანობასსიმეტრიაში“?

ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას ექიმი ახდენს ვიზუალური დათვალირებითა და პოდოსკოპის გამოყენებით, შემდეგ შეირჩევა ინდივიდუალური ღაბაში „Formthotics“- ის სისტემით. ინიშნება სამკურნალო დატვირთვები ბიომექანოთერაპიის გამოყენებით და ასევე სამკურნალო მასაჟი. გაიცემა რეკომენდაციები სწორი ფეხსაცმლის შერჩევასა და არასწორი დატვირთვის შემცირებაზე.

 

ბიომექანოთერაპიასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს სხვა დამატებითი პროცედურებიც.

 ცენტრის სამედიცინო პერსონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბლოგში "გუნდი". 

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.