ხერხემალში ტკივილისას, დაუყოვნებლივ საჭიროა მკურნალობის დაწყება. სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ გულის ტკივილის შემდეგ მეორე ადგილზეა ტკივილი ხერხემალში. ტკივილი შესაძლოა იყოს პერიოდული ხასიათის, მწვავე, მუდმივი, ასევე ყრუ, მწველი, ჩხვლეტითი, სპასტიური ხასიათის და იწვევს მოძრაობის შეზღუდვას. ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს კისრისა და გულმკერდის მიდამოში, ზედა და ქვედა კიდურებში.
სწორი დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობისათვის გვეწვიეთ სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“, სადაც ექიმი ჩაგიტარებთ მიოფასციალურ გასინჯვას და მოახდენს სწორ დიაგნოსტირებას.
ჩვენი მკურნალობის მეთოდი კარდინალურად განსხვავდება სხვა ცენტრების მკურნალობის მეთოდისაგან, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების, მედიკამენტური და ქირურგიული ჩარევის გარეშე, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ტკივილებისგან გათავისუფლებში.
ხერხემალში მწვავე ტკივილებს იწვევს ტრავმა, მალთაშუა დისკის პროტრუზია ან თიაქარი. თუმცა, ასევე ხშირია ტკივილი, რომელიც ვითარდება გადატვირთული და დასპაზმული კუნთების შედეგად.
როგორ ვმკურნალობთ ხერხემლის ტკივილს სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“?
დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმი დეტალურად შეისწავლის გამოკვლევის შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დანიშნოს დამატებითი კვლევები.
შემდგომ ხდება პაციენტის მიოფასციალური გასინჯვა და ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურ კომპლექსურ მკურნალობას ბიომექანოთერაპიისა და სხვა დამხმარე პროცედურების გამოყენებით.
მკურნალობის ძირითადი მიზანია ტკივილის კუპირება, ანთებითი პროცესის ჩაქრობა და სისლმომარაგების აღდგენა დაზიანებულ ქსოვილებში.
ცენტრის სამედიცინო პერსონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბლოგში „გუნდი“.