განსხვავება პროტრუზიასა და თიაქარს შორის.
პროტრუზია არის დისკის მცირედი გადანაცვლება მალთაშუა საზღვრებიდან, რომლის დროსაც არ ზიანდება დისკის ფიბროზული რკალი და მალთაშუა შესახსრების იოგები.
თიაქარი - პროტრუზიის შემდგომი ეტაპია, მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი პროტრუზიისაგან არის ის, რომ ირღვევა დისკის ფიბროზული რკალის მთლიანობა და პუპლოზური სითხე გამოდის დისკის საზღვრებიდან.
დაავადების სიმძიმე და ტკივილის სიძლიერე დამოკიდებულია, როგორც დისკის გადანაცვლების ზომაზე, ასევე მის ლოკალიზაციაზე. მაგალითად 4 მმ-იანი ფორამინული ლოკალიზაციის პროტრუზია ბევრად ძლიერ ტკივილს იწვევს, ვიდრე 5 მმ-იანი მედიალური თიაქარი, მაშინ როცა შმორლის თიაქარმა შესაძლოა საერთოდ არ შეგვაწუხოს.
პროტრუზიისა და თიაქრის სიმპტომები:
ბეჭის ძვლებს შორის ტკივილი.
სიმძიმის შეგრძნება გულმკერდისა და წელის არეში.
ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით ჩასუნთვის ფაზის.
დაბუჟება ზედა და ქვედა კიდურებში.
სამწუხაროდ, ხშირად პაციენტები დროულად არ მიმართავენ საჭირო სპეციალისტს, ვინაიდან დაავადების საწყის სტადიაზე სიმპტომები ძალიან გავს სხვა ბევრი დაავადების სიმპტომს, მაგალითად - ხშირად ტკივილი ვლინდება გულისა და ფილტვების არეში, რის გამოც ხშირად პაციენტი სხვა პროფილის ექიმთან ხვდება.
ეს მიზეზები შესაძლოა იყოს:
ხერხემლის ტრავმა;
ოსტეოქონდროზი;
მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დეფორმაცია;
სქოლიოზი;
არასწორი ფიზიკური დატვირთვა;
ჭარბი წონა და სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება (მაგალითად ორსულობის დროს);
ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
გენეტიკური წინასწარგანწყობა და ასაკი;
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
ხშირად მალთაშუა დისკის პროტრუზია და თიაქარი საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაძლოა გამოხატული იყოს მცირე დისკომფორტი, დაბუჟება და ჩხვლეტითი ტკივილი ქვედა კიდურებსა და დიდ დუნდულა კუნთებში. ირღვევა ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გადაცემა. ერთ-ერთი სიმპტომი შესაძლოა იყოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის დარღვევა - შარდის შეუკავლობა, ყაბზობა, ლიბიდოს დაქვეითება.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად ძლიერდება ტკივილი. წელის მალთაშუა დისკის თიაქარი და პროტრუზია წარმოადგენს ძლიერი ტკივილის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს, რომელიც გადაეცემა დუნდულა კუნთსა და ქვედა კიდურის მთელ სიგრძეზე, ტერფამდე.
დაავადების დიაგნოსტიკა
ექიმის მიერ ხდება ანამნეზის შეკრება, მიოფასციალური გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევების დანიშვნა, როგორიცაა ხერხემლის MRI გამოკვლევა.
როგორ ვმკურნალობთ მალთაშუა დისკის პროტრუზიასა და თიაქარს სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“?
ტკივილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმი დეტალურად შეისწავლის გამოკვლევის შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დანიშნოს დამატებითი კვლევები. შემდგომ ხდება პაციენტის მიოფასციალური გასინჯვა და ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურ კომპლექსურ მკურნალობას, ბიომექანოთერაპიისა და სხვა დამხმარე პროცედურების გამოყენებით.
ცენტრის სამედიცინო პერსონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბლოგში „გუნდი“.