კისრის ტკივილის მიზეზები
კისრის ტკივილებს იწვევს არასწორი ჯდომა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, არასწორი ფიზიკური დატვირთვა, სტრესი. მწვავე ტკივილი კისერში შესაძლოა უცაბედად განვითარდეს თავის სწრაფი მობრუნებისას ან წინ დახრისას. ზოგჯერ ტკივილი ირადირებს კეფაში, ზედა კიდურებში ან შესაძლოა გამოიხატოს ნეკნთაშუა ნევრალგიით. კისრის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ოსტეოქონდოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და შეშუპება, რომელიც იწვევს ნერვული წნულების კომპრესიას.
კისრის დაჭიმულობის სიმპტომები
ძირითად სიმპტომს წარმოადგენს თავისა და კისრის ტკივილი, თავბრუსხვევა. სამწუხაროდ ადრეული დიაგნოსტიკა გართულებულია, ვინაიდან ძალიან ბევრ დაავადებას ახასიათებს მსგავსი გამოვლინება, ამიტომ დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.
როგორ ვმკურნალობთ კისრის ტკივილს სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“?
ტკივილების გამომწვევი მიზეზისა და დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმი დეტალურად შეისწავლის გამოკვლევის შედეგებს (თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, კისრის ფუნქციური რენტგენოგრაფია და MRI კვლევის შედეგები) და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დანიშნოს დამატებითი კვლევები.
ხდება პაციენტის მიოფასციალური გასინჯვა და სრული დიაგნოსტიკის შემდეგ, ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურ კომპლექსურ მკურნალობას ბიომექანოთერაპიისა და სხვა დამხმარე პროცედურების გამოყენებით.