უკან
ჩვენ ვმკურნალობთ
სქოლიოზი
ეს არის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადება, რომელიც ხასიათდება ხერხემლის სვეტის გამრუდებითა და როტაციით ფრონტალურ სიბრტყეში. იგი ბავშვთა ასაკის ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. თუ ბავშვს დაუდგინდა სქოლიოზი, მნიშვნელოვანია დროულად დავიწყოთ მკურნალობა, ვინაიდან დაავადება ხასიათდება სწრაფი პროგრესირებით, განსაკუთრებით პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) პერიოდში, ხოლო დაავადების პროგნოზი ძალიან სავალალო და შეუქცევადია.
სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“ ვიზიტისას, თქვენ დაგხვდებათ კომფორტული და მყუდრო გარემო. ჩვენი ადმინისტრატორები დაგეხმარებიან სამკურნალო გრაფიკის შერჩევაში თქვენთვის სასურველ დროს. ცენტრი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:00–დან 21:00 სთ–მდე, შაბათს 9:00-დან 16:00-მდე. ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, საშუალოდ 45წთ–დან 60 წთ–მდე მერყეობს. თითოეულ პაციენტს ავარჯიშებს ინდივიდუალური ექიმი-რეაბილიტოლოგი, დანადგარზე "სიმეტრია".
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

Причины сколиоза

სქოლიოზი - ეს არის ხერხემლის დეფორმაცია 3 განზომილებაში

ხერხემლის გამრუდება შესაძლოა იყოს თანდაყოლილი, შეძენილი, პოსტტრავმული და იდიოპათიური (უცნობი ეტილოგიის).

ყველაზე ხშირად გვხვდება იდიოპათიური სქოლიოზი.

 

 

სქოლიოზი ვითარდება მალების ერთი მიმართულებით არათანაბარი ზრდისას, რასაც თან ახლავს პარავერტებრულ (ხერხემლის დამჭერ) კუნთებში სისხლმომარაგებისა და ინერვაციის დარღვევა.

ნებისმიერი სახის სქოლიოზისას, აუცილებელია დაზიანებული კუნთოვანი სისტემის ფუნქციის აღდგენა. მკურნალობა გაცილებით ეფექტური იქნება, რაც უფრო დროულად მიმართავთ ექიმს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება შეუქცევადი პროცესი, ყალიბდება ვიზუალური დეფექტი და წარმოიქმნება ტკივილები ხერხემალში.

იმისათვის, რომ დავიცვათ ბავშვები და მოზარდები სქოლიოზის ჩამოყალიბებისაგან, საჭიროა 6 თვეში ერთხელ, ექიმის მიერ  მოხდეს  მოზარდის ზრდა-განვითარების შეფასება და გამრუდების დიაგნისტირებისას, დროულად უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყება

სქოლიოზის რთული ფორმების შემთხვევაში, მკურნალობის მიზანს წარმოადგენს როგორც ტკივილის კუპირება, ისე პარავერტებრული კუნთების ფუნქციის აღდგენა.

როგორ ვმკურნალობთ სქოლიოზს სამკურნალო ცენტრსიმეტრიაში“?

 

სქოლიოზის ხარისხის  დასაზუსტებლად ექიმი დეტალურად შეისწავლის გამოკვლევის შედეგებს (რენტგენოგრაფია ან MRI კვლევის შედეგები) და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს დამატებითი კვლევები

 

ხდება პაციენტის მიოფასციალური გასინჯვა და სრული დიაგნოსტიკის შემდეგ, ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურ კომპლექსურ მკურნალობას ბიომექანოთერაპიისა და სხვა დამხმარე პროცედურების გამოყენებით.

დეტალურად ჩვენი ცენტრის გუნდის შესახებ შეგიძლიათ იხილოტ ბლოგში „გუნდი“.

 

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.