თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
თავის ტკივილის ძირითადი სიმპტომებია სიმძიმე, ზეწოლა, დაჭიმულობა და ყრუ ტკივილები თავის არეში. ტკივილი შეიძლება იყოს პერიოდული ხასიათის და გაგრძელდეს რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში, შეიძლება ჰქონდეს შეტევითი ხასიათი ან იყოს ერთჯერადად აღმოცენებული. სტატისტიკურად თავის ტკივილი სხვადასხვა ასაკში აწუხებს მამაკაცთა 65% და ქალთა 86%-ს. ძლიერ თავის ტკივილებს იწვევს ისეთი დაავადებები, როგორიცაა შაკიკი, არტერიული წნევის ცვალებადობა, ჰაიმორიტი, ქალა-ტვინის ტრავმები და ინფექციური დაავადებები. ხშირად თავის ტკივილი გამოწვეულია ნერვული ბოჭკოების კომპრესიის შედეგად, ამ დროს ტკივილი ლოკალიზდება კომპრესირებული ნერვის საინერვაციო კუნთის მიდამოში (კეფა, შუბლი, საფეთქლები). ასეთ ტკივილებს ასევე იწვევს კისრის ოსტეოქონდროზიც. ბიომექანოთერაპიის დახმარებით შესაძლებელია ამ კუნთების ტონუსისა და ინერვაციის აღდგენა, რის შედეგადაც თავის ტკივილი სამუდამოდ ქრება.