უკან
ჩვენი სერვისები
ბიომექანოთერაპია

კომპლექსური მკურნალობის მეთოდი, რომლის საშუალებითაც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის გამოვლენის საფუძველზე, ხდება ინდივიდუალური სწორი დატვირთვების შერჩევა, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ინერვაციას დაზიანებულ ქსოვილებში და აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციას. მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს ექიმისა და რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

ვალერი პავლენკომ რამოდენიმე წლის წინ შექმნა სპეციალური დანადგარი აღდგენითი თერაპიისათვის, რომელსაც დაარქვასიმეტრია“, რომლის საშუალებითაც ხდება ეფექტური და სწორი ფიზიკური დატვირვების შესრულება. ბიომექანოთერაპია ეხმარება იმ პაციენტებს, ვისაც აწუხებს ტკივილი სახსრებსა და ხერხემალში, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა დაავადებები.

 

ბიომექანოთერაპია - მოდიფიცირებული მკურნალობის მეთოდია, რომელიც ექსკლუზიურად გამოიყენება სამკურნალო ცენტრსიმეტრიაში“. იგი გულისხმობს არა სიმპტომურ მკურნალობას, არამედ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში წარმოქმნილი დისბალანსისა და ტკივილის წარმომქმნელი მიზეზების აღმოფხვრას. ამასთანავე მეთოდი ეკოლოგიურია, ყოველგვარი მედიკამენტური და ქირურგიული ჩარევის გარეშე.

 

ბიომექანოთერაპიით ვმკურნალობთ დაავადებებს:

  • მალთაშუა დისკის თიაქარი და პროტრუზია;
  • სპონდილიოზი, ოსტეოქონდროზი და ოსტეოპოროზი;
  • ნევრალგია და ნერვული ბოჭკოების კომპრესი;
  • სქოლიოზი;
  • ბრტყელტერფიანობა;
  • ვეგეტო-სისხლძარღვოვანი და ნეიროცირკულარული დისტონია;
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
  • ასევე გთავაზობთ ინსულტის, ტრავმებისა და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას;
  • მშობიარობის შემდგომ რეაბილიტაციას.

 

Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

აღნიშული პათოლოგიების დროს ხშირია კუნთოვანი დისბალანსი და სპაზმი, ნერვებისა და სისხლძარღვების კომპრესია, ასევე კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება და ძალის დაქვეითება.

 

დანადგარისიმეტრიაშექმნილია იმგვარად, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც კონკრეტულად ერთ კუნთზე მუშაობა, ისე კუნთთა ჯგუფზე, შეიძლება როგორც კუნთების გაჭიმვა, ისე მათი დინამიური მოძრაობა. ეს დანადგარი გამორიცხავს ხერხემალზე ვერტიკალურ დატვირთვას და იძლევა მალთაშუა დისკის პროტრუზიისა და თიაქრის ეფექტური მკურნალობის საშუალებას

 

ჩვენი ცენტრის გუნდი გადამზადებულია როგორც ბიომექანოთერაპიაში, ისე კინეზიოთერაპიასა და სპორტულ მედიცინაში.

 

განსხვავება კინეზიოთერაპიასა და ბიომექანოთერაპიას შორის არის სწორედ ის ფაქტორი, რომ დანადგარისიმეტრიაამცირებს დატვირთვას ხერხემალზე და სამკურნალო ვარჯიშები მარტივად შესასრულებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ძლიერი ტკივილის მქონე პაციენტებისათვის.

 

დანადგარისიმეტრიასაშუალებას იძლევა გავაუმჯობესოთ სისხლმომარაგება და ინერვაცია დაზიანებულ ქსოვილებში, აღვადგინოთ მთლიანი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქცია, შედეგად მცირდება ტკივილი, შეშუპება და ქრება ანთებითი პროცესი. ხდება ორგანიზმის გაჯანსაღება და ეს ყოველივე გვეხმარება სტრესის, გადაღლილობისა და დეპრესიისაგან გათავისუფლებაში.

როგორ მიმდინარეობს ბიომექანოთერაპიით ვარჯიშის პროცესისიმეტრიაში“?

პირველ რიგში პაციენტს კონსულტაციას უწევს ცენტრის ექიმი

 

ანამნეზის შეკრების, მიოფასციალური გასინჯვისა და სრული დიაგნოსტიკის შემდეგ, ინიშნება ინდივიდუალური სამკურნალო პროგრამა.

 

ხდება სატესტო ვარჯიშის ჩატარება დანადგარსიმეტრიაზე“, რათა დავადგინოთ პირველ ეტაპზე რა დატვირთვით შეიძლება ვიმუშაოთ კონკრეტულ პაციენტთან.

 

პაციენტს სრული კურსის განმავლობაში, სამკურნალო დატვირთვების შესრულებაში ეხმარება ერთი, ინდივიდუალური რეაბილიტოლოგი.

რამდენი სამკურნალო ვარჯიშია საჭირო შესამჩნევი ეფექტისათვის?

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დაავადების ხანდაზმულობასა და სიმძიმეზე. ასევე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ქირურგიული ჩარევის შემდგომი ნაწიბურები, მშობიარობის შემდგომი მდგომარეობები

ერთი ბიომექანოთერაპიული სამკურნალო დატვირთვის ხანგრძლივობაა 45-90წთ.

 

კურსის ხანგრძლივობა - 3 კვირაა, ყოველ კვირაში ერთხელ ექიმის მიერ ფასდება მკურნალობის ეფექტურობა, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმს აკონტროლოს დატვირთვა თითოეული პაციენტისათვის და საჭიროების შემთხვევაში დააკორექტიროს მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამა.

სამკურნალო კურსი მოიცავს მინიმუმ 10 ვარჯიშს.

 

სერვისები

ბიომექანოთერაპია

კომპლექსური მკურნალობის მეთოდი, რომლის საშუალებითაც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის გამოვლენის საფუძველზე, ხდება ინდივიდუალური სწორი დატვირთვების შერჩევა, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ინერვაციას დაზიანებულ ქსოვილებში და აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციას. მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს ექიმისა და რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

კინეზიოტეიპები

კინეზიოტეიპი - სპეციალური ელასტიური წებოვანი ბინტი, მარტივი და ეფექტური მკურნალობის მეთოდია მყესების დაჭიმულობის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის, ტრავმების, ჰემატომებისა და შეშუპების დროს. მკურნალობის მეთოდი ეფუძნება დაზიანებულ უბანზე (კუნთი, მყესი, შეშუპება, ჰემატომა) სპეციფიური მეთოდით გარკვეული სიგრძის და კონკრეტული მიმართულებით კინეზიოტეიპის დაკვრას.

სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო ცენტრსიმეტრიაშიმასაჟის დანიშნულებაა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის აღმოფხვრა. ჩვენი მასაჟის სპეციალისტები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, გამოცდილებით და  აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება. სამკურნალო მასაჟი ინიშნება კომპლექსურად ბიომექანოთერაპიასთან ერთად.

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.