უკან
ჩვენი სერვისები
კინეზიოტეიპები

კინეზიოტეიპი - სპეციალური ელასტიური წებოვანი ბინტი, მარტივი და ეფექტური მკურნალობის მეთოდია მყესების დაჭიმულობის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის, ტრავმების, ჰემატომებისა და შეშუპების დროს. მკურნალობის მეთოდი ეფუძნება დაზიანებულ უბანზე (კუნთი, მყესი, შეშუპება, ჰემატომა) სპეციფიური მეთოდით გარკვეული სიგრძის და კონკრეტული მიმართულებით კინეზიოტეიპის დაკვრას.

კინეზიოტეიპებით მკურნალობა ამცირებს ტკივილს და ხსნის ანთებით პროცესს. ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება სპორტული ტრავმებისა და აქტიური ფიზიკური დატვირთვების დროს. პირველად მისი გამოყენება მოხდა ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში, 2012 წელს.

 

კინოზეიოტეიპები - ეს არის ეფექტური დამხმარე თერაპია რეაბილიტაციის დროს. მის დამფუძნებლად ითვლება იაპონელი ქიროთერაპევტი კენზო კასე.

როგორი ზემოქმედება აქვს კინეზიოტეიპს სხეულზე:

  • აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევასა და ლიმფოდრენაჟს (ხსნის შეშუპებასა და ჰემატომას);

  • ტკივილის კუპირება;

  • კუნთოვანი ფუნქციის გაუმჯობესება;

  • სახსრების ფუნქციის გაუმჯობესება;

  • შინაგან ორგანოებზე რეფლექსური ზემოქმედება.

Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

მეთოდის არსი

მეთოდი ეფუძნება დაზიანებულ ზონაზე (დაჭიმული კუნთები, მყესები, შეშუპება და ჰემატომა) სპეციალური მეთოდით ელასტიური წებოვანი ბინტის დაკვრას კონკრეტული სიგრძითა და მიმართულებით. ტეიპის წელვადი თვისება ძალიან ახლოსაა კანის ელასტიურობასთან, ამგვარად ის თავის თავზე იღებს გადატვირთული უბნის დატვირთვას და ეხმარება მათ დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში.

სამკურნალო ცენტრსიმეტრიაშიკინეზიოტეიპების გამოყენების შედეგად ვიღებთ შედეგებ:

 

კინეზიოტეიპებით მკურნალობის პროცესი 

ექიმთან კონსულტაციისა და ინდივიდუალური სამკურნალო პროგრამის შერჩევის შემდეგ, საჭიროებისამებრ ხდება კინეზიოტეიპით მკურნალობის დანიშვნა. მნიშვნელოვანია, რომ კინეზიოტეიპის დაკვრა მოხდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, ვინაიდან თვითმკუნრალობამ შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება და სავალალო შედეგიც კი გამოიწვიოს.

ტეიპის დაკვრა ხდება 3-10 დღის განმავლობაში, ეფექტი დგება პირველ 24 საათში. ტეიპი დამზადებულია წყალგამძლე მასალისაგან, ამიტომ იგი არ არის ხელშემშლელი ფაქტორი ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ ტეიპის დაკვრამ გამოიწვია რაიმე სახის დისკომფორტი, საჭიროა დროულად მიმართოთ მკურნალ ექიმს.   

სერვისები

ბიომექანოთერაპია

კომპლექსური მკურნალობის მეთოდი, რომლის საშუალებითაც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის გამოვლენის საფუძველზე, ხდება ინდივიდუალური სწორი დატვირთვების შერჩევა, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ინერვაციას დაზიანებულ ქსოვილებში და აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციას. მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს ექიმისა და რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

კინეზიოტეიპები

კინეზიოტეიპი - სპეციალური ელასტიური წებოვანი ბინტი, მარტივი და ეფექტური მკურნალობის მეთოდია მყესების დაჭიმულობის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის, ტრავმების, ჰემატომებისა და შეშუპების დროს. მკურნალობის მეთოდი ეფუძნება დაზიანებულ უბანზე (კუნთი, მყესი, შეშუპება, ჰემატომა) სპეციფიური მეთოდით გარკვეული სიგრძის და კონკრეტული მიმართულებით კინეზიოტეიპის დაკვრას.

სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო ცენტრსიმეტრიაშიმასაჟის დანიშნულებაა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის აღმოფხვრა. ჩვენი მასაჟის სპეციალისტები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, გამოცდილებით და  აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება. სამკურნალო მასაჟი ინიშნება კომპლექსურად ბიომექანოთერაპიასთან ერთად.

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.