უკან
ჩვენი სერვისები
ექიმის კონსულტაცია

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებისას ექიმის კონსულტაცია მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და დაინიშნოს ინდივიდუალური სამკურნალო პროგრამა.

მაკა ხაჩიძე

ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმი თბილისის სამკურნალო ცენტრსიმეტრიაში“.

რატომ უნდა მივმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის?

 

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები ძალიან ხშირია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორც წესი ხშირად იწვევს ძალიან ბევრ დისკომფორტს, ძლიერ ტკივილსა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას. განარჩევენ თანდაყოლილ და შეძენილ პათოლოგიებს. ხშირად ამ დაავადებების დიაგნოსტიკა გართულებულია, მათი სიმტომების სხვა დაავადებებთან მსგავსების გამო. ამიტომ მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტიკა, რათა შემდგომ დაინიშნოს ეფექტური და შედეგიანი მკურნალობა.

ჩვენს ცენტრში ხშირად მოგვმართავენ ჩივილებით - ტკივილი ხერხემალსა და სახსრებში, ტანდეგობის დარღვევები და სქოლიოზი, ტრავმები. დაავადების პროგრესირების შეჩერებასა და დროული მკურნალობის დასაწყებად, მნიშვნელოვანია კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია.

 

სამკურნალო ცენტრსიმეტრიასჰყავს პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც დაამთავრეს პრესტიჟული სამედიცინო უნივერსიტეტები, სერტიფიცირებულნი არიან ბიომექანოთერაპიასა და სხვა ფიზიოთერაპიულ მეთოდებში, მუდმივად ხდება მათი კვალიფიკაციის ამაღლება  სხვადასხვა ქვეყანაში. 

 

 

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.