უკან
ჩვენი სერვისები
სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო ცენტრსიმეტრიაშიმასაჟის დანიშნულებაა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის აღმოფხვრა. ჩვენი მასაჟის სპეციალისტები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, გამოცდილებით და  აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება. სამკურნალო მასაჟი ინიშნება კომპლექსურად ბიომექანოთერაპიასთან ერთად.

მასაჟი გამოიყენება არამხოლოდ სხვადასხვა დაავადებებისას, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც. მასაჟის საშუალებით ხდება ზედაპირულ რბილ ქსოვილებზე და რეფლექტორულად - სხვადასხვა სისტემაზე ზემოქმედება. სამკურნალო მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქსოვილებში, ასევე ძლიერდება ლიმფოდრენაჟი, რაც ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ანთებითი პროცესისა და შეშუპებების დროს

 

21 საუკუნის ადამინის ცხოვრების წესი სამწუხაროდ ნაკლები ფიზიკური აქტივობით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ დაავადებები, რომლებიც რამოდენიმე წლის წინ მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში გვხვდებოდა, ახლა ძალიან გაახალგაზრდავდა.

Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

როდის არის რეკომენდებული სამკურნალო მასაჟი?

რატომ ხდება, რომ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, როდესაც მარტივია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასე გახშირდა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები?

პასუხი მარტივია: ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ინტერნეტ სივრცეზე მიჯაჭვულობა, ხანგრძლივი ჯდომა, სტრესი, მანქანის ხანგრძლივად მართვა, კვების რეჟიმის დარღვევა, მავნე ჩვევები, ყოველივე ეს იწვევს კუნთოვან და სისხლძარღვოვან სპაზმს, რასაც მოსდევს ტროფიკის დარღვევა ძვალ-სახსროვან სისტემასა და თავის ტვინში.

სამკურნალო მასაჟი ასევე აქტიურად გამოიყენება სპორტული ტრავმების შემდგომ დაზიანებული ქსოვილების ფუნქციის აღსადგენად.

 

ზოგჯერ მასაჟს უკუჩვენებებიც აქვს, ამიტომ სამკურნალო კურსის დაწყებამდე მნიშვნელოვანია ექიმის კონსულტაცია.

 

სამკუნრალო ცენტრსიმეტრიაშიმასაჟი გამოიყენება როგორც კომპლექსური მკურნალობის შემადგენელი ნაწილი ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

მასაჟის საშუალებით ხდება არამარტო სხეულის გაჯანსაღება, არამედ ტკივილის კუპირება, კუნთოვანი ტონუსის აღდგენა და კანის საფარველის ტროფიკის აღდგენა, ჰორმონალური ფონის დასტაბილურება, თავის ტვინის სისხლმომარაგების გაუმჯობესება. ამ ყოველივეს საბოლოოდ მივყავართ შრომისუნარიანობის აღდგენის, მხნეობისა და სხეულის გაჯანსაღებამდე. 

სერვისები

ბიომექანოთერაპია

კომპლექსური მკურნალობის მეთოდი, რომლის საშუალებითაც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის გამოვლენის საფუძველზე, ხდება ინდივიდუალური სწორი დატვირთვების შერჩევა, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ინერვაციას დაზიანებულ ქსოვილებში და აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციას. მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს ექიმისა და რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

კინეზიოტეიპები

კინეზიოტეიპი - სპეციალური ელასტიური წებოვანი ბინტი, მარტივი და ეფექტური მკურნალობის მეთოდია მყესების დაჭიმულობის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის, ტრავმების, ჰემატომებისა და შეშუპების დროს. მკურნალობის მეთოდი ეფუძნება დაზიანებულ უბანზე (კუნთი, მყესი, შეშუპება, ჰემატომა) სპეციფიური მეთოდით გარკვეული სიგრძის და კონკრეტული მიმართულებით კინეზიოტეიპის დაკვრას.

სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო ცენტრსიმეტრიაშიმასაჟის დანიშნულებაა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის აღმოფხვრა. ჩვენი მასაჟის სპეციალისტები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, გამოცდილებით და  აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება. სამკურნალო მასაჟი ინიშნება კომპლექსურად ბიომექანოთერაპიასთან ერთად.

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.