უკან
ჩვენი სერვისები
სამკურნალო ღაბაშები

სამკურნალო ცენტრისიმეტრიაგთავაზობთ „Formthotics“-ის სისტემის ფუნქციურ ღაბაშებს, რომელიც გამოირჩევა კომფორტულობითა და არჩევანის მრავალფეროვნებით. ამ ღაბაშების გამოყენებით შესაძლებელია დატვირთვის თანაბრად გადანაწილება ტერფზე, სიარულისას ტერფი ფუნქციურად სწორად იტვირთება, რის შედეგადაც მცირდება ტკივილი. აქტიურად ვიყენებთ აღნიშნულ ღაბაშებს სპორტსმენებში. ღაბაშები ამცირებს დატვირთვას სახსრებსა და ხერხემალზე.

ტერფზე დატვირთვის არასწორად გადანაწილებას ახდენს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ხერხემლის გამრუდება, თანდაყოლილი პათოლოგიები, გადატანილი ტრავმები, არასწორი ფეხსაცმლის ხანგრძლივი მოხმარება.

ზოგჯერ საქმე გვაქვს სხვადასხვა სიგრძის ქვედა კიდურებთან: 5-10 მმიანი განსხვავებაც კი ქვედა კიდურებს შორის იწვევს საკმაოდ დიდ დისკომფორტს, ხერხემლის გამრუდებასა და სხვა ორთოპედიულ დაავადებებს. კომპლექსური მკურნალობის პროცესში სამკურნალო ღაბაშების ჩართვა უზრუნველყოფს მდგომარეობის სწრაფ გაუმჯობესებას.

სამკურნალო ღაბაშების სახეები

ფუნქციური თვისებებითა და დამზადებული მასალის მიხედვით განარჩევენ:

რიგიდულ ღაბაშებს: ეს არის საკმაოდ უხეში და მყარი სტრუქტურის ღაბაშები, რომელიც მზადდება მეტალის, პლასტიკის ან გრაფიტისაგან. მათი საშუალებით ხდება ტერფის გარკვეული ნაწილების ფიქსაცია და გამოიყენება ძირითადად თანდაყოლილი დეფორმაციებისა და ტერფის სტრუქტურის მკვეთრი ცვლილებისას.ნახევრადრიგიდული ღაბაშები: მზადდება პლასტიკური და რბილი მასალის კომბინაციით, როგორიცაა ნატურალური ან ხელოვნური ტყავი, რეზინა.

იგი წარმოადგენს კლასიკური ღაბაშის სახეს, რომელიც უზრუნველყოფს ტერფის დაფიქსირებას კონკრეტულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში. ტერფის სტრუქტურის ცვლილებისას ისინი არ გამოიყენება და სირბილის დროს ან სხვა დიდი ფიზიკური დატვირთვისას შესაძლოა დისკომფორტი გამოიწვიოსსილიკონის ღაბაშები: ეს არის რბილი სტრუქტურის ღაბაში, რომელიც კარგად ეთავსება ტერფის სტრუქტურას, თუმცა ადვილად ცვეთადია და საკმაოდ მძიმეა მოცულობაში

 

ფუნქციური ღაბაშები, დამზადებული თერმულად დამუშავებადი მასალით: გამოირჩევა ინდივიდუალურობით და ეხმარება ძვალ-სახსროვან სისტემას სიარულის და სხვა დატვირთვისას სწორ ფუნქციონირებაში. იგი წარმოადგენსჭკვიანიმასალისაგან შექმნილ Formthotics- ის სისტემის ღაბაშს, რომელიც პაციენტის ტერფზე მორგებამდე თერმულად მუშავდება და შემდგომ ხდება მისი ფორმირება ტერფსა და ფეხსაცმლეზე რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ღაბაშზე რელიეფურად აისახება ტერფის ინდივიდუალური პარამეტრები და დაახლოებით 10-14 დღეში ხდება მათი კორექცია, რაც გულისხმობს ღაბაშზე სპეციალური აპლიკატორების დაკვრას, რათა ღაბაში ბოლომდე მორგებული იყოს ინდივიდუალურად პაციენტის ტერფზე.

 

ფუნქციური ღაბაშის სამკურნალო ეფექტი გამოყენებისთანავე იგრძნობა, ვინაიდან იგი ახდენს სხეულის მასისა და დატვირთვის თანაბარ გადანაწილებას ტერფზე, რასაც მოსდევს დისკომფრტისა და ტკივილის გაქრობა. ღაბაშები ამცირებს დატვირთვას სახსრებსა და ხერხემალზე.

 

როგორ მზადდება ღაბაშები?

სიმეტრიაშივიზიტისას თავდაპირველად კონსულტაციას გაგიწევთ ექიმი, რომელიც ადგენს ღაბაშების საჭიროებას.

 

შემდეგ პაციენტის ანამნეზის, წონის, სიმაღლის, ფეხის ზომისა და ფიზიკური დატვირთვის გათვალისწინებით ხდება ღაბაშის შერჩევა.

შეჩეული ღაბაში მუშავდება თერმულად და ხდება მისი ფორმირება პაციენტის ტერფსა და ფეხსაცმელზე სპეციალური მოძრაობების საშუალებით, რაც ამ ღაბაშებს უნიკალურს ხდის.

 

ღაბაშების სამკურნალო ეფექტი:

ღაბაშების ეფექტური სამკურნალო ზემოქმედებისათვის მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმის.

 

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.