
ექიმის კონსულტაცია
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებისას ექიმის კონსულტაცია მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და დაინიშნოს ინდივიდუალური სამკურნალო პროგრამა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებისას ექიმის კონსულტაცია მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და დაინიშნოს ინდივიდუალური სამკურნალო პროგრამა.
კომპლექსური მკურნალობის მეთოდი, რომლის საშუალებითაც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის გამოვლენის საფუძველზე, ხდება ინდივიდუალური სწორი დატვირთვების შერჩევა, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ინერვაციას დაზიანებულ ქსოვილებში და აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციას. მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს ექიმისა და რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“ მასაჟის დანიშნულებაა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის აღმოფხვრა. ჩვენი მასაჟის სპეციალისტები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, გამოცდილებით და აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება. სამკურნალო მასაჟი ინიშნება კომპლექსურად ბიომექანოთერაპიასთან ერთად.
კინეზიოტეიპი - სპეციალური ელასტიური წებოვანი ბინტი, მარტივი და ეფექტური მკურნალობის მეთოდია მყესების დაჭიმულობის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის, ტრავმების, ჰემატომებისა და შეშუპების დროს. მკურნალობის მეთოდი ეფუძნება დაზიანებულ უბანზე (კუნთი, მყესი, შეშუპება, ჰემატომა) სპეციფიური მეთოდით გარკვეული სიგრძის და კონკრეტული მიმართულებით კინეზიოტეიპის დაკვრას.
სამკურნალო ცენტრი „სიმეტრია“ გთავაზობთ „Formthotics“-ის სისტემის ფუნქციურ ღაბაშებს, რომელიც გამოირჩევა კომფორტულობითა და არჩევანის მრავალფეროვნებით. ამ ღაბაშების გამოყენებით შესაძლებელია დატვირთვის თანაბრად გადანაწილება ტერფზე, სიარულისას ტერფი ფუნქციურად სწორად იტვირთება, რის შედეგადაც მცირდება ტკივილი. აქტიურად ვიყენებთ აღნიშნულ ღაბაშებს სპორტსმენებში. ღაბაშები ამცირებს დატვირთვას სახსრებსა და ხერხემალზე.