უახლესი და თანამედროვე დანადგარები, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მყუდრო ატმოსფერო, ურთიერთპატივისცემა – ეს ყოველივე გვეხმარება შთამბეჭდავი რეპუტაციის მოპოვებასა და პოპულარობაში.
სამედიცინო ცენტრ სიმეტრიაში მუშაობის დასაწყებად ექიმები გადიან მკაცრ საკონკურსო შერჩევას. ჩვენთან დასაქმებულია საუკეთესო სპეციალისტები, რაც დასტურდება უმაღლესი სამედიცინო განათლებით, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში მათი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, ისინი მუდმივად ზრუნავენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვარგარეთ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით. ბევრი ჩვენი ექიმი ფლობს სამეცნიერო ხარისხს.