ზოგადი ინფორმაცია სამედიცინო ცენტრ "სიმეტრიას" შესახებ.
მკურნალობის მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კომპლექსური მკურნალობით ხდება ძვალ-სახსროვანი სისტემის ტკივილების მიზეზის დადგენა და ინდივიდუალური ფიზიკური დატვირთვების შერჩევა ტკივილის მიზეზის აღმოსაფხვრელად, რასაც მივყავართ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე. ამისათვის ვიყენებთ მკურნალობის დაპატენტებულ, უნიკალურ მეთოდს - „ბიომექანოთერაპიას“.
მეთოდის ავტორია ცენტრის მთავარი ექიმი ვალერი პავლენკო.
სამკურნალო ცენტრ "სიმეტრიას" შესახებ
სიმეტრია – ეს არის სამკურნალო ცენტრების საერთაშორისო ქსელი, რომელიც უნიკალური მეთოდის, ბიომექანოთერაპიის საშუალებით მკურნალობს საყრენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს.
სამკურნალო მეთოდი - ბიომექანოთერაპია გულისხმობს არა სიმპტომურ მკურნალობას, არამედ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში წარმოქმნილი დისბალანსისა და ტკივილის მიზეზების აღმოფხვრას. ჩვენ გთავაზობთ ეკოლოგიური მკურნალობის მეთოდს, ყოველგვარი მედიკამენტებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე.
დღესდღეობით ჩვენ ვმუშაობთ 4 ქვეყანაში (რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და საქართველო). 2017 წელს პირველი ბიზნეს კლასის სამედიცინო ცენტრი „სიმეტრია“ გაიხსნა მოსკოვის ცენტრში, კერძოდ იაკიმანკაზე.
ზუსტი დიაგნოსტიკის შემდეგ, ცენტრის თითოეულ პაციენტს ენიშნება მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამა, რომელსაც ექიმი დეტალურად განიხალავს და განუმარტავს პაციენტს.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანი – ჩვენს პაციენტებზე ზრუნვაა. ცენტრი გთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურად თქვენთვის საჭირო აღდგენით თერაპიას, რომელიც არ მოითხოვს დამატებით ძვირადღირებული მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარებასა და სხვა უსარგებლო ფინანსურ დანახარჯებს. ბიომექანოთერაპიით მკურნალობა ხორციელდება სარეაბილიტაციო დანადგარ „სიმეტრიას“ მეშვეობით.
კორპორაციული ფასეულობები
კომფორტი, ცხოვრების ჯანსაღი წესი და უმწიკვლო რეპუტაცია – ეს ის ფასეულობებია, რომელთა პოპულარიზაციას ვახდენთ ჩვენი პაციენტებისა და თანამშრომლებისათვის.
სამკურნალო მეთოდის შესახებ
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ექიმი ჩატარებული გამოკვლევების ანალიზისა და მიოფასციალური გასინჯვის საფუძველზე ადგენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში აღმოცენებული დაავადებებისა და ტკივილის მიზეზებს, შემდგომ მის მიერ ხდება მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამის შემუშავება, რომელიც აღადგენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებულ ფუნქციას. გამაჯანსაღებელი კომპლექსური თერაპია ხორციელდება სპეციალური დანადგარის „სიმეტრიას“ დახმარებით და სხვა დამატებითი პროცედურებით.
ცენტრში ვიყენებთ დაპატენტებულ, უნიკალურ მკურნალობის მეთოდს - „ბიომექანოთერაპიას“. მეთოდის ავტორია სამედიცინო ცენტრის მთავარი ექიმი ვალერი პავლენკო. მეთოდი ეფუძნება დაზიანებული ქსოვილების ზუსტ დადგენასა და სწორი ფიზიკური დატვირთვების შერჩევით მათი ფუნქციის აღდგენას.
მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად და უსაფრთხოდ, ინდივიდუალური ექიმი – რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. სამკურნალო ვარჯიშების შედეგად ხდება:
სამედიცინო დანადგარი
სამკურნალო ცენტრი „სიმეტრია“ აღჭურვილია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი უახლესი დანადგარებით, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ზუსტი დიაგნოსტიკა და შემდგომში ეფექტური მკურნალობა.
მკურნალობის პროცესი
სამკურნალო ცენტრ "სიმეტრიას" ვიზიტისას, თქვენ დაგხვდებათ კომფორტული და მყუდრო გარემო. ვარჯიშები მიმდინარეობს თქვენთვის სასურველ დროს. ცენტრი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:00–დან 20:00 სთ–მდე, შაბათს 9:00-დან 15:00-მდე. ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, საშუალოდ 45წთ–დან 60 წთ–მდე მერყეობს. თითოეულ პაციენტს ავარჯიშებს ინდივიდუალური ექიმი-რეაბილიტოლოგი, "სიმეტრია" დანადგარზე.