მინდა სამადლობელი დავწერო სარეაბილიტაციო ცენტრის «სიმეტრიის» ქათაისის ფილიალის მიმართ. აქ შეკრებილია ახალგაზრდა მედ. პერსონალი დიდი ენთუზიაზმით, გამოცდილებითა და პასუხისმგებლობით. ექიმები, რეაბილიტოლოგები და მასაჟისტები—ერთად ქმნიან პერსონალთა კოლეგიალურ გარემოს.თვალსაჩინოა მათი თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება თითოეული პაციენტის მიმართ. მათი შრომა მიზან-შედეგობრივია. თითოეული მათგანი ორიენტირებულია შედეგზე. ამას ვწერ სრული პასუხისმგებლობით იქედან გამომდინარე, რასაც ვგრძნობდი და ვუყურებდი ჩემი ერთთვიანი მკურნალობის განმავლობაში. ვარ 62 წლის. შევედი დიაგნოზით: ტენდოსინოვიტი, ოსტეოართრიტი, წელისა და სხვა მალთაშუა დისკების დაზიანებები რადიკულოპათიასთან ერთად. მიჭირდა სიარული, რადგან ყოველ ნაბიჯს თან ახლდა ტკივილი. მქონდა სხვა ჩივილებიც…..ჩავიტარე 15 პროცედურა (ვარჯიში + მასაჟი).პირველივე პროცედურის შემდეგ ვიგრძენი უკეთესობა. მე-3 პროცედურის შემდეგ შევძელი გამართულად გავლა. გამოვთქვამ ჩემს დიდ მადლიერებას ექიმების სალომე მინაშვილის, ალექსანდრე ნაკაშიძისა და ლევან ვერულაშვილის მიმართ.

ასევე რეაბილიტოლოგის ქრისტინე აბდალაძისა და მასაჟისტის ნინი აბაზაძის მიმართ.

მათი დახმარებით ვმოძრაობ ტკივილის გარეშე და ვადასტურებ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.

დიდი მადლიერებითა და პატივისცემით ქეთევან შუბლაძე. წარმატებებს გისურვებთ.
