სამედიცინო ცენტრის ,,სიმეტრია" მიმოხილვები

სამედიცინო ცენტრში „სიმეტრია“ შეფასების დატოვება მარტივია:

  1. შეავსეთ ფორმა

  2. მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები ინფორმაციის დასაზუსტებლად

  3. დატოვეთ კომენტარი კლინიკაში „სიმეტრია“

  4. დაურთეთ ვიდეო ან ფოტო

  5. დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“

გმადლობთ თქვენს შეფასებებს, ჩვენ ვცდილობთ კიდევ უკეთ გავხდეთ

შეფასებები

თეიმურაზ ალფაიძე

სიმეტრია ქუთაისის ფილიალში ორი წლის წინ დავდიოდი მასაჟზე და ვარჯიშზე, და დღემდე მადლიერი ვარ მათი პროფესიონალიზმისა და მზრუნველობისთვის. აქაურმა გუნდმა ნამდვილად იცის, როგორ შეგიქმნას კომფორტული გარემო და დაგეხმაროს უკეთეს თვითგრძნობაში. თუ ვინმეს სურს ხარისხიანი გამაჯანსაღებელი პროცედურები, ნამდვილად გირჩევთ!

ნესტან თავართქილაძე

მადლობა სიმეტრიის ბათუმის ფილიალს ჩემი პრობლემის მოგვარებისთვის. მიჭირდა ხელის აღება უკვე წლებია. 7 ვარჯიშში და მასაჟში შეძლეს ჩემი განკურნება ჩემმა ალეკო ექიმმა,ხატია ექიმმა, ნინო ექიმმა და მასაჟისტმა ლალიკომ. მთელ პედ კოლექტივში გიწევთ რეკომენდაციას და ყველას ვუყვები თქვენზე.

სვეტა გულედანი

ქუთაისის ფილიალ სიმეტრიას, ჩემი უღრმესი მადლობა,

მქონდა, წელის, ხერხემლის, მენჯ ბარძაყის, კისრის ტკივილები, ექიმ სალომეს და რეაბიტოლოგ თეოს ძალით და შრომით გამიქრა, მთელ სიმეტრიის გუნდს დიდი მადლობაა🙏❤️

მაგდა მოწონელიძე

მადლობას ვუხდი სიმეტრიის ქუთაისის ფილიალს! საუკეთესო ექიმ ნევროლოგ სალომე მინაშვილს და რეაბილიტოლოგს თეონას.ტკივილები მქონდა წელის და რა არ ვცადე! ფიზიოები,მასაჟები მაგრამ არაფერმა არ მიშველა

სალი ნავერიანი

დიდი მადლობა თითოეულ კოლექტივს❤️❤️ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ორივე შვილის ასეთი შედეგისთვის❤️❤️დიდი მადლობა თეო და ნიკა❤️❤️სასწაული შედეგისთვის😘😘

ია მოდებაძე

ცინცაძის ფილიალში გავიარე კურსი, ფაქტიურად პირველივე ვარჯიშიდან ვიგრძენი სხვაობა, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ყურადღებიანი პერსონალი და ექიმები ყავთ, ბუბნოვსკის პროგრამაში შედის ვარჯიშები + მასაჟი, მანამდე კი გადიხართ კონსულტაციას ექიმთან რომ დანიგიშნონ სწორი კურსი და ვარჯოშების რაოდენობა, ვურჩევ ყველას ვისაც აწუხებს ხერხემალი და ბრტყელტერფიანობა!

ოთიკო ახვლედიანი

✅️ჯანსაღი გარემო!

✅️მაღალ კვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული გუნდი!

✅️გარანტირებული შედეგი!

მადლობა დახმარებისთვის🪽

თამუნა ბელთაძე

დიდ მადლობას ვუხდი ქუთაისის სიმეტრიის მედ პერსონალს . მარტლაც საუკეთესო შედეგი დადევით ჩემს შვილთან 15 პროცედურაში . მართლაც რომ საუკეთესოები ხართ და ძალისხმევას არ იშურებთ, ჩვენ კიდე გესტუმრებით 😘 წარმატებები . 🙏❤️

ქეთი მახაჭაძე

დიდი პატივისცემა და მადლიერება ქუთაისის გუნდს❤️ნამდვილად საუკეთესოები და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. გარემო კი ძალიან თბილი და ოჯახური❤️🌟

როლანდ კახიძე

მქონდა კისრის დაჭიმულობა, დამეწყო წნევები. მირჩიეს სიმეტრია და სამი ვარჯიშის და მასაჟის შემდეგ ვიგრძენი უკეთესობა. უღრმესი მადლობა კლინიკა სიმეტრიას ბათუმის ფილიალს ქალბატონი ხატიას ხელმძღვანელობით, რომ ასე პროფესიონალურ დონეზე უწევთ კონსულტაციას, მკურნალობთ პაციენტებს, გულწრფელად ინტერესდებით მათი მდგომარეობით. წუთი წუთზე შევდიოდი ვარჯიში იყო თუ მასაჟი. სერვის პლიუსის პრობლემა გვაქვს ზოგადად საქართველოში და ამ მხრივაც ათიდან ათს დავუწერ თქვენ კლინიკას.გაიხარეთ ბავშვებო და სულ ასე შემართებით იყავით.

რამაზ თავართქილაძე

მადლობა კლინიკა სიმეტრიის ბათუმის ფილიალს. მენეჯერ ხატიას, ალექსანდრე და ხათუნა ექიმს, ჩემს რეაბილიტოლოგებს გაწეული მკურნალობისთვის. საუკეთესოები ხართ.

ლიზა ლიზა

მინდა დიდი მადლობა გადაუხადო სიმეტრიას რომ არსებობს❤️ განსაკუთრებული მადლობა ქუთაისის ფილიალის ყველა თანამშრომელს სითბოსთვის და ყურადღებისთვის❤️

თამარ ბაკურაძე

პროფესიონალი და მეგრობრული გუნდი. უზომოდ კმაყოფილები ვართ თქვენი ვარჯიშებით და მასაჟებით. მეხუთეჯერ მოვედით და საკმაოდ საგრძნობი შედეგი გვაქვს უკვე.

უღრმესი მადლობა ვაკის ფილიალის ექიმს მაკა ხაჩიძეს და რეაბილიტოლოგს დემეტრეს.

ჯიმი ჩადუნელი

მადლობა დიდი ქუთაისის ფილიალს სულ რაღაც მეშვიდე თერაპიაზე გავიარე გამართულად მადლობას ვუხდი ჩემს ექიმს და მასაჟისტს დიდი ყურადღებისთვის რჩევებისთვის დარიგებისთვის და ასევე ყველა იქ მომუშავე პერსონალს მადლობა დიდი

ნინი ღიბრაძე

მადლობა დიდი ქუთაისის ფილიას საუკეთესო შედეგი გვაჩვენა❤️.საუკეთესო გუნდი ხართ და საუკეთესო რეავილიტოლოგი თეო ქორჩილვა❤️❤️მადლობა თქვენ!!!

ჯაბა დევაძე

მადლობა ბათუმის გუნდს საუკეთესოები ხართ. მადლობა მენეჯერ ხატიას თბილი დახვედრისთვის, მადლობა ალექსანდრე ექიმს მადლობა ჩემს რეაბილიტოლოგს ნინო ექიმს ყურადღებისთვის და ჩემი ჯამრთელობის ზრუნვისთვის. წარმატებებს გისურვებთ

მარიამ გიორგაძე

არაჩვეულებროვი მომსახერეობა, ყურადღებიანი გუნდი 5სეანსის შემდეგ ტკივილი სრულიად გაქრა💕

ნინო ბიწაძე

მადლობა სიმეტრიის გუნდს პროფესიონალიზმისა და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის.
რამდენიმე ვარჯიშის და მასაჟის შემდეგ უკვე საგრძნობია შედეგიც ✨

ანდრია თავართქილაძე

დიდი მადლობა კლინიკა სიმეტრიას ბათუმის გუნდს ჩემი დახმარებისთვის.ფაქტობრივად თქვენ ჩემი შემდგომი სპორტული კარიერა შემინარჩუნეთ და გადამარჩინეთ ოპერაციას. უფალი გფარავდეთ ამ სიკეთისთვის❤️

ფატული მახარაძე

მაწუხებდა წელის ტკივილი. ჩავიტარე 15 პროცედურა და თავს ვგრძნობ კარგად. Მადლობა ალეკო და ხათუნა ექიმს. Მთელ სიმეტრიას კოლექტივსთბილი მომსახურებისთვის და ყურადღებითვის. გაიხარეთ

დიანა ჯალაღანია

მინდა გამოვხატო მადლიერება სამედიცინო ცენტრი „სიმეტრიას“ მიმართ!!! გავიარე რთული გზა და იმედი დავკარგე, სანამ კლინიკაში ექიმ ალეკო ნაქაშიძესთან არ მივედი! იქ დამხვდა პროფესიონალი და მეგობრული გუნდი. იმ დღეს ისევ მომეცა იმედი! გავიარე 10 სეანსის კურსი და ბოლოს ვიგრძენი შვება 😮‍💨 დავივიწყე, რა არის ყოველდღე ძლიერი ტკივილის განცდა 😣 ახლა მშვიდად ვარ… ვიცი, რომ ნებისმიერ დროს ჩემს სასწაულ ექიმთან მივალ და ის დამეხმარება!!! მადლობა განსაკუთრებულად მენეჯერს — ხატიას, მისი ყურადღების, მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის!!! ახლა ვერც წარმომიდგენია ცხოვრება მათი დახმარების გარეშე!!! ♥️

ნანა

ბათუმის ფილიალს სიმეტრიას ვუხდი დიდ მადლობას ექიმს ალექსანდრე ნაკაშიძეს ნინი ბერიძეს კარგი მომსახურებისთვის და თბილი დახვედრისთვის ძან კმაყოფილი ვარ მომსახურებით 🥰🥰

ნონა ჩალათაშვილი

უღრმესი მადლობა გაწეული შრომისთვის სიმეტრიის გუნდს და განსაკუთრებით ექიმ ნერვოლოგს მაკა ხაჩიძეს და რეაბილიტოლოგ ნინო მაჭარაშვილს მასაჟისტ რუსკა ფარტენაძეს

თიკო მამრიკიშვილი

ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ქუთაისში ასეთი მაღალი დონის, სანდო სამკურნალო ცენტრი არსებობდა, დიდი მადლობა სალომე ექიმს და ქუთაისის სიმეტრიის მთელ გუნდს🥰

თამუნა ჯაში

მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო კლინიკა ,,სიმეტრიას”; მათ უთბილეს გუნდს.

მადლობა იმ დაუზარელი საქმის და ყურადღებიანად მიდგომას პაციენტისადმი, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეს.

მადლობა რომ შემინარჩუნეთ ჩემი ჯანმრთელობა.❤️🙏

სოფო

დიდი მადლობა ქუთაისის ფილიალს ესეთი ყურადღებისთვის. საუკეთესოები ხართ ❤️ გირჩევთ ყველას ვისაც გაწუხებთ. არ მეგონა ოპერაციის გარეშე თუ გაივლიდა ტკივილი. მადლობა კიდევ ერთხელ ❤️

ვახო ენდელაძე

კლინიკა „სიმეტრია“ ნამდვილად გამოირჩევა პროფესიონალიზმით და ინდივიდუალური მიდგომით. მთელი გუნდი გამორჩეულად ყურადღებიანია, ხოლო მომსახურება – მაღალი ხარისხის. რეაბილიტაციის პროცესი ეფექტური და კომფორტულია, რაც აშკარად აისახება შედეგებზე. აქ ნამდვილად გრძნობ, რომ შენი ჯანმრთელობა პრიორიტეტია. დიდი რეკომენდაცია ჩემგან ❤️❤️❤️❤️

ანა პაიჭაძე

ჩემგან სრული რეკომენდაცია სიმეტრიას ბათუმის ფილიალს ✊პროფესიონალებით დაკომპლექტებული არაჩვეულებრივი გუნდი🧑‍⚕️👨‍⚕️

ვფიქრობ თამამად შეგიძლიათ ენდოთ და ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა 🤸‍♀️

მარინა მარი

სალამი. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის ფილიალს,ექიმს,ბატონ ალეკოს და ყველა წევრს,ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის(16 წლის) რეაბილიტაციაში. აქვს გამოხატული კიფოზი, საკმაოდ დავაგვიანეთ მკურნალობის დაწყება,მაგრამ სწორ გზაზე ვართ,რომ ავიცილოთ ქირურგიული ჩარევა. სიმეტრიაში ჩაუტარდა 15 ვარჯიში,10 მასაჟი, ასევე ატარებს სპეციალურ კორსეტს და 2 თვის შემდეგ ხერხემალი გასწორდა 10 გრადუსით,რაც დიდი მიღწევაა🙏🏻

თავიდან,მართალია,სკეპტიკურად ვიყავი განწობილი,რადგან ქალაქში ძალიან რთულია კარგი სპეციალისტის პოვნა(თითქმის შეუძლებელია),მაგრამ სიმეტრიამ სასიამოვნოდ გამაოცა და კმაყოფილი დავრჩით შედეგით.

უღრმესი მადლობა,წარმატებები თქვენს კლინიკას,გისურვებთ ბევრ კმაყოფილ და ბედნიერ პაციენტებს🙏🏻🍀

ქეთინო შუბლაძე

მინდა სამადლობელი დავწერო სარეაბილიტაციო ცენტრის “სიმეტრიის” ქათაისის ფილიალის მიმართ. აქ შეკრებილია ახალგაზრდა მედ. პერსონალი დიდი ენთუზიაზმით, გამოცდილებითა და პასუხისმგებლობით. ექიმები, რეაბილიტოლოგები და მასაჟისტები—ერთად ქმნიან პერსონალთა კოლეგიალურ გარემოს.თვალსაჩინოა მათი თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება თითოეული პაციენტის მიმართ. მათი შრომა მიზან-შედეგობრივია. თითოეული მათგანი ორიენტირებულია შედეგზე. ამას ვწერ სრული პასუხისმგებლობით იქედან გამომდინარე, რასაც ვგრძნობდი და ვუყურებდი ჩემი ერთთვიანი მკურნალობის განმავლობაში. ვარ 62 წლის. შევედი დიაგნოზით: ტენდოსინოვიტი, ოსტეოართრიტი, წელისა და სხვა მალთაშუა დისკების დაზიანებები რადიკულოპათიასთან ერთად. მიჭირდა სიარული, რადგან ყოველ ნაბიჯს თან ახლდა ტკივილი. მქონდა სხვა ჩივილებიც…..ჩავიტარე 15 პროცედურა (ვარჯიში + მასაჟი).პირველივე პროცედურის შემდეგ ვიგრძენი უკეთესობა. მე-3 პროცედურის შემდეგ შევძელი გამართულად გავლა. გამოვთქვამ ჩემს დიდ მადლიერებას ექიმების სალომე მინაშვილის, ალექსანდრე ნაკაშიძისა და ლევან ვერულაშვილის მიმართ. 🙏ასევე რეაბილიტოლოგის ქრისტინე აბდალაძისა და მასაჟისტის ნინი აბაზაძის მიმართ.🙏 მათი დახმარებით ვმოძრაობ ტკივილის გარეშე და ვადასტურებ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. 🥰დიდი მადლიერებითა და პატივისცემით ქეთევან შუბლაძე. წარმატებებს გისურვებთ. 💐

ნინო გოშაძე

ძალიან მადლობელი ვარ კლინიკაში ჩატარებული კურსით, აშკარად ვგრძნობ შედეგს და სხვაობას ჩემს ორგანიზმში, ვთვლი რომ ეს არის საუკეთესო საშუალება ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და ტონუსში მოსაყვანად. ნამდვილად ვურჩევ ყველას. 🥰

ეთერ საფარიძე

ჩემმგან დიდი რეკომენდაცია ბათუმის ფილიალს🥰💖განსაკუთრებით ალექსანდრე ექიმს და რებილიტოლოგ ნინოს,💖ეს არის უთბილესი ყურადღებით სავსე გუნდი, ულამაზესი მომღიმარი რეგისტრატორიდან დაწყებული მასაჟისტზე დასრულებული💖უამრავი წარმატება ამ ახალგაზრდა ნიჭიერ გუნდს 🙏🥰💖

ზუკა ირემაძე

მადლობა დავისვენე თქვენი წყალობით ნორმალურად მძინავს და ტკივილებიც აღარ მაქვს ❤️

სოლომონ ბუცხრიკიძე

მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკას ❤❤ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რა შედეგიც დადეს უმოკლეს დროში ეს უბრალოდ შეუფასებელია, იდეალური ჯგუფი თავიანთი პროფესიონალიზმით და თავდაუზოგავი შრომით , თბილი გარემო რაც ყველაზე დიდი კომფორტია პაციენტისთვის 👏🏻👏🏻👏🏻

გსურთ, რომ უკან დაგირეკოთ?
ჩვენ მოგიყვებით მკურნალობის შესახებ და ჩაგინიშნავთ სპეციალისტთან შეხვედრას.

    ღილაკზე „ზარის შეკვეთა“ დაწკაპუნებით, ვადასტურებ, რომ წავიკითხე და ვეთანხმები კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს და პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს.
    Главная